ცხადდება კონკურსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად!
კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოდგენის ვადა - 2024 წლის 21 ნოემბრიდან - 27 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
1. განცხადების ფორმა (ვორდის ფაილი);
2. პირადობის მოწმობის ასლი (pdf ფილი);
3. საბანკო ანგარიშის ამონაწერი (pdf ფაილი);
4. შესაბამისი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) (pdf ფაილი; 1 დოკუმენტი 1 ფაილი);
5. სოციალურად მოწყვლად ჯგუფში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
- დოკუმენტები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: stiphumanities@tsu.ge
- დოკუმენტების მიღების შესახებ შეტყობინებას და პირის იდენტიფიცირებისთვის მინიჭებული კოდს კონკურსანტი მიიღებს ელექტრონულ ფოსტაზე განაცხადის გამოგზავნიდან 24 საათის განმავლობაში.
- კონკურსის პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება ფაკულტეტის ვებგვერდზე ა.წ. 30 ნოემბერს.
- სააპელაციო განცხადება მიიღება ელექტრონულად 2 დეკემბერს, 13:00 საათამდე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: stiphumanities@tsu.ge
- კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები!
- დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება!
- პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!
იხილეთ სტიპენდიის მინიჭების წესი;
რექტორის ბრძანება სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.